Monday, September 29, 2014
მე-8 დღის რეფლექსია
დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, ვისწავლეთ კითხვარის შექმნა სხვადასხვა დიზაინით , მისი ბლოგზე ატვირთვა , ჩავსვით page-ები , მეტად საინტერესო იყო , ძალიან კმაყოფილი ვარ , იმედი მაქვს, ჩემი პროექტი წარმატებული იქნება !!!!!
Monday, September 22, 2014
მე-7 დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და მეტად მრავალფეროვანი გახლდათ. გავიმეორეთ პრეზენტაციების გამოქვეყნება ბლოგზე, აღვფრთოვანდი სხვადასხვა სახის გაჯეტის შექმითა და გამოქვეყნებით. ვისწავლეთ მოსწავლეთათვის დამხმარე სასწავლო შაბლონის შექმნა , რომელიც გავუკეთეთ მოსწავლეთა ჩვენ მიერ შექმნილ პრეზენტაციებს. უღრმესი მადლობა და ვისურვებ ასეთ საინტერესო და ნაყოფიერ ტრენინგებზე ხშირად დასწრებას.
Friday, September 19, 2014
მე-6 დღის რეფლექსია
შესანიშნავიააა!
შევიმუშავეთ მოსწავლეების პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები, ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინის შეცვლაზე, ვისწავლეთ ვიდეოს ჩასმა და გამოქვეყნება ბლოგზე.
შევიმუშავეთ მოსწავლეების პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები, ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინის შეცვლაზე, ვისწავლეთ ვიდეოს ჩასმა და გამოქვეყნება ბლოგზე.
Monday, September 15, 2014
მე-5 დღის რეფლექსია
მოსწვლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშს გავეცანი და დავინახეთ მოსწავლის პერსპექტივიდან სასწავლო პროცესი, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პრეზენტაციის სახით .
Friday, September 12, 2014
მე-4 დღის რეფლექსია
საინტერესო იყო შეფასების გეგმის შედგენა, გავეცანით სხვადასხვა სტრატეგიას და შევაჩიეთ ჩვენთვის საინტერესო მეთოდები, პორტფელისო პრეზენტაცია გავაკეთეთ , თუმცა საჭიროებს დახვეწას, დიზაინის შეცვლას და საბოლოო სახის მიცემას, გამოვაქვეყნე მუშა პროცესში არსებული სახით, რასაც აუცილებლად დავასრულებ.
Thursday, September 11, 2014
მე-3 დღის რეფლექსია
აღფრთოვანებული ვარ... რაც ყველაზე მეტად მეძნელებოდა პროექტის დაგეგმვისას ის უმარტივესად შევძელით, სხვადასხვა მიმართულებების მიმცემი საკვანძო კითვების დასმის სირთულეც მეტნაკლებად დ ა ძ ლ ე უ ლ ი ა !!!!!!!
1-ლი და მე-2 დრის რეფლექსია
სანამ ამ საინტერესო მოდულებს გავეცნობოდი, მეშინოდა, რომ პროექტების დაგეგმვას ვერასდროს შევძლებდი, ახლა კი თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ მე ეს შევძელი .....არაერთი პროექტი განმიხორციელებია, მაგრამ ასე საინტერესოდ და ხალისიანად თუ შეიძლებოდა პროექტის მოსამზადებელი ეტაპების გავლა, წარმოდგენაც არ მქონდა....
Subscribe to:
Posts (Atom)